Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი იმედოვნებს, რომ ვაჭრობის ახალი მექანიზმი ევროკავშირის ქვეყნებთან ორ კვირაში ამოქმედდება


ირანმა იმედი გამოთქვა, რომ ვაჭრობის ახალი მექანიზმი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს უცხოეთის ფირმებს, გააგრძელონ თანამშრომლობა თეირანთან, ორ კვირაში პრაქტიკულად ამოქმედდება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაღჩიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს ირანის კალენდარული წლის დასრულებამდე (20 მარტამდე) მოხდება. არაღჩიმ ამის შესახებ უთხრა ჟურნალისტებს ვენაში.

გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აამოქმედეს მექანიზმი სახელწოდებით, INSTEX, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს ირანში თანხების გადარიცხვა აშშ-ის სანქციების დარღვევის გარეშე და შენარჩუნებულ იქნეს 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმება.

ეგრეთ წოდებული საგანგებო დანიშნულების მექანიზმი დაეხმარება ევროპის ფირმებს კანონიერი საქმიანი ინტერესებით გამოიყენონ ირანთან თანამშრომლისას ბარტერული საშუალებები.

გეგმა მოიცავს სფეროებს, რომლებსაც არ ეხება აშშ-ის სანქციები, და სექტორებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ირანის მოსახლეობისთვის, როგორიცაა ფარმაცევტული, სამედიცინო აღჭურვილობის და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა.

ამის თაობაზე სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს 31 იანვარს. სამი ევროპელი მოკავშირე, რომლებმაც გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებთან ერთად ხელი მოაწერეს ბირთვულ შეთანხმებას, დიდ მუშაობას ატარებენ, რათა შენარჩუნებულ იქნეს შეთანხმება მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა მასზე და სანქციები აღუდგინა ირანს.

ევროკავშირი მხარს უჭერს მექანიზმს, რათა სავაჭრო გაცვლას შეუწყოს ხელი, მაგრამ პირდაპირ არ არის ჩართული მასში.

მექანიზმის დანიშნულებაა მხარი დაუჭიროს ევროპის ფირმებს და დაიცვას ისინი აშშ-ის სასამართლოების სასჯელისგან, ასევე აუნაზღაუროს მათ ფინანსური ზარალი, რომელსაც სანქციების გამო მიიღებენ ისინი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG