Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძე: 1 აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტება


პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ გამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გავცელებულ ინფორმაციას, შს მინისტრისგან მიღებული მუქარის წერილის თაობაზე.

„მე მინდა შევეხო ამ წერილს. დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს 1 აპრილი, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა, ამ წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ „არტარესთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვალას“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მოკლვევა და მედიით გავრცელებული წერილის შინაარსზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდა.

ის ასევე გამოეხმაურა, მისი სიტყვებით „ბრალდებებს, რომელიც შს მინისტრის მიმართ მედიით მოსმინა“.

„გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი და მე პირადად მაქვს, ჩემი თვალით ნანახი, თუ როგორ ეხმარებოდა ის ყოველთვის, ნაციონალური მოძრაობისგან მართლაც გამწარებულ ბიზნესმენებს, რომ მათ აღედგინათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა, მართლაც, 24 საათის განმავლობაში“.

შესაბამისად, მამუკა ბახტაძის თქმით, ეს განცხადები კიდევ უფრო არწმუნებს მას, რომ ეს„პოლიტიკურად ორკესტირებული საქმეა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG