Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელაში მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა


ვენესუელაში მოხდა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა, რაც შეეხო ქვეყნის 23 შტატიდან მინიმუმ რვას და დედაქალაქ კარაკასის ოლქს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი El Nacional-ი. კარაკასში არ მუშაობს მეტრო, ელექტროდენის გათიშვა შეეხო ქალაქის აეროპორტსაც, იტყობინება Bloomberg-ი. სააგენტოს თანახმად, დენი გაითიშა რესპუბლიკის ათზე მეტ შტატში.

ვენესუელის ენერგომომარაგების კორპორაციის ცნობით, დენი გაითიშა „საბოტაჟის გამო ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ელექტრონული ომის ფარგლებში“.

ინფორმაციის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ დენის გათიშვის მიზეზი იყო კიბერთავდასხმა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჰიდროელექტროსადგურ გურიზე, რომელიც ვენესუელის შტატ ბოლივარში მდებარეობს.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომლის ლეგიტიმურობასაც ბევრი ქვეყანა არ აღიარებს, აშშ-ს დასდო ბრალი შესაძლო თავდასხმაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG