Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძევალი კაცის დედა: თავდამსხმელების მიერ გატაცებული ავტომობილი ჩემს ვაჟს ეკუთვნის


გლდანის პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ ორი პირის გამოკითხვა, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალზე თავდამსხმელებმა, თავდასხმამდე აიყვანეს მძევლად.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მძევლად აყვანილი ახალგაზრდა კაცის დედაზე დაყრდნობით იუწყება, მისი შვილი 7 მარტს, საღამოს დასთან მიმავალი გაუჩინარდა. ოჯახმა 8 მარტს დილით, სამართალდამცავებისგან შეიტყო, რომ ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

ახალგაზრდა კაცის დედის ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, მის ვაჟს ეკუთვნის.

გამოკითხვაზე იმყოფება ახალგაზრდა ქალიც, რომლიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასევე ჰყავდათ გატაცებული თავდამსხმელებს. თუმცა, როდის გაიტაცეს თავდამსხმელებმა ის, ამ ეტაპზე, უცნობია.

"საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა 8 მარტს, დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა პოლიციის გამოჩენის შემდეგ ცეცხლი გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG