Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს


აშშ-ში ყოველწლიურად იმართება დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება - “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები”.
აშშ-ში ყოველწლიურად იმართება დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება - “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები”.

კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის თორმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა 38 მედალი მოიპოვა - 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

აშშ-ში ყოველწლიურად იმართება დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება - “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები”. საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები შვიდ ტურნირში მონაწილეობდნენ.

"ამერიკის ხმის" თანახმად: ჯარისკაცებმა 2019 წლის “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები” შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:

  • ჯონი თოფურია - 5 ოქრო
  • რეზო გორგაძე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
  • ახმედ საფაროვი - 3 ოქრო, 1 ბრინჯაო
  • ალუდა სეთურიძე - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო
  • ალიკა გითოლენდია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  • გოგიტა ხოზრევანიძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
  • დავით ნარეშელაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
  • გრიგოლ მინაგორაშვილი - 1 ოქრო
  • გუგა ჩიმახიძე - 1 ოქრო
  • ჯიმშერ ჩხენკელი - 1 ოქრო
  • არჩილ აბულაძე - 1 ოქრო
  • ლაშა სურმანიძე - 3 ვერცხლი

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს დაბრუნდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG