Accessibility links

site logo site logo

2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები დაწესდება


ბავშვის კოდექსის კანონპროექტის თანახმად, სასკოლო ექსკურსიებზე ახალი რეგულაციები წესდება.

რეგულაციების მიხედვით, ექსკურსიებზე წასულ ჯგუფებს თან უნდა ახლდეს პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი. გარდა ამისა, ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს.

კოდექსის 66-ე მუხლი, რომელიც საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ეხება, აღნიშნული, რომ ბავშვის ტრანსპორტირებისას მათი კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

კოდექსით გათვალისწინებული პირობების დარღვევა კი გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

შეგახსენებთ, გასული წლის 9 ივნისს, თბილისიდან კახეთში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც ერთ-ერთი სკოლის მეექვსე კლასელები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას მაშინ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 23 ადამიანი.

ამ შემთხვევას, წინ უძღოდა კიდევ ერთი ტრაგედია. 2015 წელს, ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა. ისინი ქობულეთში რუსთავიდან იყვნენ ჩასულები.

ამ ფაქტის შემდეგ, სახელმწიფომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც არასრულწლოვანთა 24 საათზე მეტი ხნით მესამე პირის მიერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე გაყვანის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის ტრანსპორტირების, კვებისა და ბავშვების დაბინავების უსაფრთხოების ნორმები.

ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების ვადად 2020 წელის ივნისია განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG