„კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანება 10 მარტს ოფიციალურად დაფუძნდება.
პოლიტიკური გაერთიანების ყრილობა 10 მარტს „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება.
გაერთიანების დამფუძნებლების ინფორმაციით, „კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე.
„თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით - კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი,“- აცხადებს თაკო ჩარკვიანი.
პარტია გეგმავს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.