Accessibility links

site logo site logo

ჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნები იმართება


ჩრდილოეთი კორეის მოსახლეობა 10 მარტს თავიანთ საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. მმართველ პარტიას, მუშათა პარტიას, გარანტირებული აქვს ხმის უფლების მქონეთა ასპროცენტიანი მონაწილეობა და ხმების ასი პროცენტი, რადგან მოსახლეობას სხვა არჩევანი არ აქვს.

უზენაესი სახალხო კრების არჩევნები მეორეა, რაც კიმ ჩენ ინი მართავს ქვეყანას. ბიულეტენებში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, რომელსაც ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ. თეორიულად მათ შეუძლიათ არ გადახაზონ გვარი, მაგრამ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა.

სამხრეთ კორეაში დამკიდრებულმ ანალიტიკოსმა, ფიოდორ ტერტიცკიმ უთხრა „ბი-ბი-სის“, რომ თუ ვინმე არ მისცემ ხმას „კანდიდატს“, დიდია ალბათობა, რომ საიდუმლო სამსახური მიაკითხავს და მას შეურაცხადად გამოაცხადებენ. ხუთი წლის წინანდელი არჩევნების შემდეგ ფხენიანის ოფიციალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ 99,97 პროცენტმა მიიღო მონაწილოება, და რომ ვინც ვერ მისცა ხმა, ან უცხოეთშია, ან „ოკეანეში მუშაობს“. კანდიდატებს მხარი დაუჭირა ასმა პროცენტმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG