Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევსა და ჩერკასში შეტაკებებისას 25 პოლიციელი დაშავდა


22 პოლიციელი დაშავდა შაბათს ქალაა ჩერკასში, ცენტრალურ უკრაინაში, „ნაციონალური კორპუსის“ აქტივისტებთან შეტაკებისას.

აქტივისტები ცდილობდნენ მიეღწიათ იმ ადგილას, სადაც გამოდიოდა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

დაშვებულთა შორისაა ჩერკასის ოლქის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ვალერი ლიუტი. პოლიცია აცხადებს, რომ აქტივისტებმა დაიწყეს გამვლელებთან ჩხუბი, პოლიციელების მიმართ გამოიყენეს გამაღიზიანებელი გაზი, ფიზიკური ძალა და დაანთეს ცეცხლი, ბოლოს კი შეეცადნენ გზა გადაეკეტათ ქვეყნის პირველი პირისთვის.

დაშავდნენ თუ არა აქტივისტები, ცნობაში არაა ნათქვამი.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ სამი სამართალდამცველი დაშავდა კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ასევე გაიმართა საპროტესტო გამოსვლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG