Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 თებერვლის არჩევნების შედეგები დაამტკიცა


მოლდავეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა ამ ქვეყანაში 24 თებერვლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი და უარი უთხრა ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის სურვილს, რამდენიმე საარჩევნო უბანში შედეგები გაეუქმებინათ.

9 მარტს სასამართლომ განაცხადა, რომ სოციალისტური პარტია დაეპატრონა 101 წევრიან საკანონმდებლო ორგანოს 35 მანდატს, ხოლო ბლოკი ACUM-ი, მოქმედების, სოლიდარობის და ღირსების პარტიის და სიმართლის პარტიის ალიანსი 26 ადგილს დაიკავებს. კონსერვატული პარტია, სოციო-პილიტიკური მოძრაობა- თანასწორობა შვიდ მანდატს მიიღებს, რასაც დაემატება სამი დამოუკიდებელი.

კოალიციების თაობაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ არ არის. თუ მომავალი პარლამენტი ვერ შექმნის მთავრობას 45 დღის განმავლობაში შედეგების გამოცხადებიდან, პრეზიდენტი დაშლის პარლამენტს და ახალ არჩევნებს დანიშნავენ.

იგორ დოდონი, რომელიც განაგებდა პრორუსულ სოციალისტურ პარტიას სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მოსკოვთან ახლო ურთიეთრობის მომხრე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.

ACUM პროევროპული კავშირია. დემოკრატები მიჩნეული არიან პროდასავლურ, მაგრამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორს წონასწორობის მომხრე ძალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG