Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში აშშ ლიდერობს იარაღის ექსპორტის მხრივ. მეორე ადგილზეა რუსეთი


მსოფლიოში კვლავაც აშშ ლიდერობს იარაღის ექსპორტის მხრივ, ხოლო მეორე ადგილზეა რუსეთი. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 11 მარტს გამოაქვეყნა სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა.

ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო ხუთწლიან პერიოდში - 2014-2018 წლებში - კიდევ უფრო გაიზარდა სხვაობა აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, რადგან ამერიკაზე მოდის იარაღის ექსპორტის 36%, რაც 6%-ით მეტია წინა ხუთწლიან პერიოდზე.

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენელი, სამხედრო ხარჯების პროგრამის დირექტორი ოდ ფლორანი აღნიშნავს, რომ განვლილი ხუთი წლის განმავლობაში აშშ-მა იარაღი მიყიდა, სულ ცოტა, 98 ქვეყანას. ექსპორტი მოიცავდა, მაგალითად, საბრძოლო თვითმფრინავბს, ბალისტიკურ რაკეტებსა და მართულ ბომბებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG