Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს სთხოვს 8,5 მილიარდ დოლარს მექსიკასთან კედლის ასაშენებლად


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესს სთხოვოს 8,5 მილიარდი დოლარის გამოყოფა მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. ტრამპი ასეთ კონსტრუქციას საჭიროდ მიიჩნევს უკანონო იმიგრაციასთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან საბრძოლველად.

8,5 მილიარდი დოლარი ექვსჯერ აღემატება თანხებს, რომლებიც საზღვრების დასაცავად გასულ საფინანსო წელს იყო გამოყოფილი.

ტრამპის მოთხოვნას, მილიარდობით დოლარით დაფინანსდეს მექსიკასთან კედლის აშენება, გასული წლის ბოლოს მოჰყვა სახელმწიფო უწყებების ნაწილობრივ დახურვა, „შატდაუნი“. ის 35 დღე გაგრძელდა - ყველაზე დიდხანს აშშ-ის ისტორიაში.

გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ტრამპი აპირებს კედლის ასაშენებლად 5 მილიარდი დოლარი მოიპოვოს შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი თანხა - თავდაცვის სამინისტროსაგან.

თეთრი სახლი დღეს, ადგილობრივი დროით, 11:30 საათზე (საქართველოში 19:30 საათზე) წარადგენს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს, რითაც დაიწყება ქვეყნის ბიუჯეტის დადგენის ხანგრძლივი და რთული პროცესი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG