Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აფბა“ საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებულად მიიჩნევს


პაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი

ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის გარკვეული პრობლემები დღესაც არსებობს, თუმცა წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ბიზნესის თავისუფლების მიმართულებით ზრდა სახეზეა,-განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ („აფბა“) ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა. მისი თქმით, ბიზნესის კეთების სიმარტივითა და თავისუფლებით საქართველო პოზიციებს წლიდან წლამდე იუმჯობესებს.

დღევანდელი ბიზნეს გარემოს შეფასებისას იგი ამბობს, რომ წინა მმართველობიდან გამომდინარე, ბიზნესზე ზეწოლა ცოტა სხვაგვარად ახსენდება და ამ კუთხით ყოფილი და დღევანდელ მმართველობის შედარება უხერხულად მიაჩნია:

ზეწოლა ეს გაცილებით სხვა რაღაცაა, ვიდრე, მაგალითად, რომელიმე ორგანოს თანამშრომლის მხრიდან სუპერმარკეტში შევარდნა და დაცვის თანამშრომლებთან იარაღის ტრიალი. მე ეს უფრო ხულიგნობის ასოციაციას მიჩენს.

რასაკვირველია, არც ეს არის პატარა დანაშაული. აუცილებლად რეაგირება უნდა იყოს და ამისი დამამტკიცებელი საბუთებიც აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს თუ ასეთი არსებობს“ - ასე გამოეხმაურა პაატა ბაირახტარი სუპერმარკეტების ქსელის, „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადებას, რომელიც მან პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიმართვის საპასუხოდ გაავრცელა.

"ფრესკოს" დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე, ბიზნესმენებისადმი „გირჩის“ მიმართვას 7 მარტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე ბიზნესმენებმა კი არა, პოლიტიკოსებმა მიიყვანეს. სოფრომაძე ვიდეომიმართვაში ფინანსთა სამინისტროს მიერ მისი კომპანიის მისამართით შექმნილ გარკვეულ საგადასახადო პრობლემებზეც საუბრობდა.

„გირჩმა“ ქართველი ბიზნესმენების მისამართით განცხადება 6 მარტს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესები არა სამართლებრივი, არამედ ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG