Accessibility links

site logo site logo

ირანში პატიმრობა მიუსაჯეს უფლებადამცველ ადვოკატს


ირანში ადამიანის უფლებების ადვოკატს, ნასრინ სოტუდეს პატიმრობა მიუსაჯეს. ადგილობრივი მედია ავრცელებს მოსამართლის სიტყვებს, რომ პატიმრობის ვადა შვიდი წელია, თუმცა სოტუდეს ქმარი ამბობს, რომ მას საერთო ჯამში 38 წლით მიესაჯა პატიმრობა.

თეირანის რევოლუციური სასამართლოს მოსამართლემ ნახევრადოფიციალურ სააგენტო ISNA-ს 11 მარტს უთხრა, რომ სოტუდეს ხუთი წლით მიესაჯა პატიმრობა "სისტემის წინააღმდეგ მუშაობისთვის" და ორი წლით - უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის "შეურაცხყოფისთვის". თუმცა, როგორც სოტუდეს ქმარმა, რეზა ხანდანმა, რადიო თავისუფლებას შეატყობინა, მის ცოლს 9 მარტს უთხრეს, რომ მეორე ბრალდებისთვის მას მიესაჯა 33 წლით პატიმრობა და 148 როზგი.

სოტუდე, რომელმაც 2012 წელს გაინაწილა სახაროვის სახელობის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, 2018 წლის ივნისში დააკავეს და მიუსაჯეს დაეწყო ხუთწლიანი პატიმრობის აღსრულება, რომელიც მას 2016 წელს, დაუსწრებლად შეუფარდეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, აშშ-ის მთავრობამ და ევროპის პარლამენტმა დაგმეს მისი დაპატიმრება. სოტუდე 2018 წელს იცავდა რამდენიმე ქალს, რომლებიც საჯარო სივრცეში თავსაბურავის მოხსნისთვის დააკავეს. ქალები აპროტესტებდნენ ქვეყნის ისლამურ ჩაცმის წესს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG