Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი მთავრობას მოთხოვნებს უყენებს


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს გადადგეს მინისტრობიდან თუ თუ მისი მოთხოვნა სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება.

წულუკიანი განმარტავს, რომ ეს საკითხი არ უკავშირდება პარლამენტში მიმდინარე პროცესებს და ეხება თავად უწყებაში გადასაჭრელ რამდენიმე თემას, თუმცა კონკრეტულად რას, ამას იუსტიციის მინისტრი მედიასთან საუბარში არ ასახელებს.

მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს არ ეხება, ეს არის უფრო მასშტაბური საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. თუ ჩემს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობა არ გაიზიარებს, არ არც ერთ წუთს ვიფიქრებ და გვერდზე გავიწევი, იმიტომ რომ თანამდებობა არ არის ფასეული“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG