Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის კონგრესი გეგმავს ნატოს ხელმძღვანელის დაპატიჟებას


აშშ-ის სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერები გეგმავენ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიწვევას, რათა მომავალ თვეში ერთობლივად მიმართონ კონგრესის გაერთიანებულ სესიას, ალიანსის 70-ე წლისთავის აღნიშვნის ფონზე.

პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი სტოლტენბერგს მიწვევას უგზავნის სენატის უმრავლესობის ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან შეთანხმებით - იუწყებიან ოფიციალური პირები.

კონგრესში ნატოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის გამოვლინების ფონია შეშფოთება ალიანსთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციების გარშემო. ტრამპი ჩივის, რომ ალიანსის სხვა წევრები არ იხდიან საკმარის თანხას საფრთხისგან, მაგალითად რუსეთის აგრესიისგან დასაცავად. თუმცა კონგრესი ნატოს მყარ მხარდამჭერად რჩება.

ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა არ პასუხობს დაწესებულ მიზანს, რომ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს უნდა უდრიდეს. აშშ-მა 2017 წელს 3,6 პროცენტი დახარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG