Accessibility links

site logo site logo

საქართველო აღნიშნავს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს


დამფუძნებელი კრება

დღეს 100 წელი შესრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან.

პარლამენტის ორგანიზებით, საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის აღნიშვნა მოიცავს გამოფენებს, საჯარო ლაქციებს და ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების და სტუდენტების დაჯილდოებას.

ღონისძიებებს მასპინძლობენ ეროვნული მიზეუმი, ეროვნული ბიბლიოთეკა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება დისკუსია: „ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.“ მიწვეულნი არიან დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ქალები.

გვირგვინით შეამკობენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის, საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის, დამფუძებელი კრების წევრის, უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის და კრების წევრის, თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის საფლავებს.

საიუბილეო თარიღის გამო დამზადდა მედალიონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მუზეუმს და ლევილის მამულს გადაეცემა.

საღამოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუბილეზე მიწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს რუსთაველის თეატრში, სადაც გაიმართება გამოფენა და რობერტს სტურუასა და გია ყანჩელის მიერ სპეციალურად საიუბილეო თარიღისთვის შექმნილი სპექტაკლი „ბედი ქართლისა.“

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეზე მიწვეულნი არიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG