Accessibility links

site logo site logo

ჩაკეტილ ახალგორს 15 მარტს გახსნიან


ახალგორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება 15 მარტიდან გახსნის დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს დაბა ახალგორთან.

სააგენტო „რესი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოზე დაყრდნობით წერს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო.“

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან ე.წ. საზღვარი 11 იანვარს დაკეტა „ღორის გრიპის“ გავრცელების აღკვეთის საბაბით.

დაბა ახალგორის და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ "საშვებით," რომელსაც დე ფაქტო უშიშროების სამსახური გასცემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG