Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად რჩება


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია.

“მაქვს ვალდებულება, რომ დისკუსიების შედეგების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, ჩემგან და ასევე სხვა წყაროებიდან, არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა. შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია. პოზიციები შეჯერებულია და თემა არის ამოწურული, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას“ - უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე.

იუსტიციის მინისტრმა გასულ საღამოს და დღეს, დღის პირველ ნახევარში განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხი, რომელზეც მისი პოზიციის გაუზიარებლობის შემთხვევაში, თანამდებობას დატოვებდა. წულუკიანი უარს ამბობს კონკრეტული საკითხის დასახელებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე, რუსთავში ყოფნისას თეა წულუკიანს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა არის თუ არა ღირებულებების პრობლემა, რაზეც მან ასე უპასუხა: "როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG