Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე 13 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


სულ მცირე 13 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 12 კი ტყვედ ჩავარდა თალიბანის მიერ ორგანიზებული თავდასხმის შედეგად ქვეყნის დასავლეთში განლაგებულ სამხედრო ნაწილზე. თურქმენეთის საზღვარზე მდებარე ბადგის პროვინციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ჯამშიდ შაჰაბის ცნობით, 12 მარტის შეტაკებაში მოკლეს 42 ექსტრემისტი.

უცნობია დატყვევებული ჯარისკაცების ბედი, თავდასხმის შედეგად დაიჭრა ასევე15 სამხედრო.

ამასთან ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ქაის მანგალის ცნობით თალიბების იერიშის მოსაგერიებლად, რომელიც ჯერ კიდევ 9 მარტს დაიწყო, არმიას დასჭირდა ავიაციის გამოყენება. სამხედრო უწყების ცნობით მთლიანობაში დაიღუპა 20, ტყვედ ჩავარდა ამდენივე ავღანელი ჯარისკაცი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. დაჯგუფების წარმომადგენელმა ქარი იუსოფმა ეს დაადასტურა და თავის მხრივ აღნიშნა, რომ შეტაკებაში დაიღუპა 28 ავღანელი ჯარისკაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG