Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: შსს-ში ტყუილად მივედით


ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს 12 მარტს არ მიეცათ საშუალება, რომ შს სამინისტროში გაცნობოდნენ ხორავას ქუჩის საქმის მასალებს. როგორც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა შს სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, უწყებაში არ არის შექმნილი საქმის მასალების გასაცნობად აუცილებელი პირობები.

„მე მჭირდება ყველა საქმის მასალები, გამოყოფილი საქმე იქნება, ძირითადი საქმე თუ სხვა... აბსოლუტურად ყველაფერს რომ მოაგროვებენ ერთად, მერე დამიძახებენ და გავეცნობით, ასე ვთქვათ, კონსპირაციულ ოთახში, თუ რასაც ეძახიან...

წყნად რომ დავსხდეთ ჩვენთვის... როგორც კი გამოყოფენ ცალკე ოთახს და დააგროვებენ ყველა მასალას, იმ დღიდან დავიწყებთ გაცნობას... ფაქტია, დღეს ტყუილად მოვედით აქ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თქმით, ოთახში, სადაც მათ საქმის მასალების გაცნობის ნებას აძლევენ, არ არის შესაბამისი მშვიდი გარემო, რადგან იმავე ოთახში არაერთი გამომძიებელი არაერთ საქმეზე მუშაობს.

„ჩვენი უმთავრესი პირობა იყო ის, რომ მშვიდ ვითარებაში, განცალკევებით უნდა შეგვძლებოდა საქმის მასალების გაცნობა, რაც, სამწუხაროდ, დღეს ვერ მოხერხდა. ჩვენი მისვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმეს უნდა გავცნობოდით იგივე პირობებში, რაც ჩვენთვის არ იყო მისაღები...

საქმე არის ძალიან დიდი, რთული, ის არაერთი ტომისგან შედგება და ამ საქმის გაცნობა შეუძლებელია საგამოძიებო ოთახში, სადაც ასევე იმყოფებიან სხვა გამომძიებლები“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG