Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოთა არველაძე: „ვატო, წარმატებები ნაკრებში, ისტორია გრძელდება“


შოთა არველაძე
შოთა არველაძე

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებში ძმისშვილის, ვატო არველაძის გამოძახებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ვატო, ძალიან ამაყები ვართ შენით! წარმატებები ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ისტორია გრძელდება“ - დაწერა ფეისბუქის პირად გვერდზე შოთა არველაძემ, რომელსაც საქართველოს ნაკრების რიგებში, 1992-2007 წლებში ჩატარებულ 61 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი და არის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.

ასევე ვეტერანი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის ვაჟს - ვატო არველაძეს კი საქართველოს ნაკრებში ჯერ არ უთამაშია. პოლონეთის საფეხბურთო კლუბ „კორონას“ 21 წლის თავდამსხმელი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გაფართოებულ განაცხადში შვეიცარიისა (23 მარტი) და ირლანდიის (26 მარტი) ნაკრებებთან თამაშებისთვის მოსამზადებლად შეიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG