Accessibility links

site logo site logo

შეუძლოდ ყოფნის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ჩავა


პარლამენტარიზმის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე მისვლას გეგმავდა, ეს კალენდრითაც იყო გათვალისწინებული, თუმცა ის შეუძლოდ გახდა და ვერ შეძლო.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ფაქტი არ ცვლის სომხეთში 2-დღიანი ვიზიტის გეგმას. სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 13-14 მარტს შედგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG