Accessibility links

site logo site logo

აშშ-თალიბანის სამშვიდობო მოლაპარაკება დასრულდა პროგრესით, მაგრამ საბოლოო შეთანხმების გარეშე


აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში შერიგების საკითხში, ზალმაი ხალილზადი

აშშ-მა და თალიბანმა „ნამდვილ წინსვლას“ მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკების ყველაზე ხანგრძლივი რაუნდის შედეგად, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გასვლის საკითხში. ამის შესახებ 12 მარტს განაცხადა აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა.

„გაუმჯობესდა პირობები მშვიდობისათვის. ცხადია, რომ ყველა მხარეს სურს ომისათვის ბოლოს მოღება“, წერს ხალილზადი ტვიტერში და დასძენს, რომ შესაძლოა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართოს მიმდინარე თვეშივე, ყატარის დედაქალაქ დოჰაში 16-დღიანი შეხვედრების შემდეგ. ასევე ხალილზადის თქმით, საბოლოო შეთანხმება არ იქნება ყველა საკითხზე შეთანხმების გარეშე.

აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლები ცდილობენ იანვარში მიღწეული ჩარჩო-შეთანხმების დეტალების დადგენას.

უთანხმოების მთავარ მიზეზებს შორისაა მოთხოვნა, რომ თალიბანმა ურთიერთობა გაწყვიტოს ჯგუფებთან, რომელთაც ვაშინგტონი ტერორისტულად მიიჩნევს, ისევე როგორც ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის განრიგი, მხარეთა დაზავება ავღანეთში და ავღანელებს შორის დიალოგი თალიბანისა და მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG