Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ირანელი უფლებადამცველისთვის გამოტანილი განაჩენი "ბარბაროსობის მიღმაა"


აშშ-მა მწვავედ დაგმო განაჩენი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, ირანში გამოუტანეს უფლებადამცველ ადვოკატს, ნასრინ სოტუდეს.

"აღშფოთებულები ვართ ცნობებით, რომ ირანის რეჟიმმა... სოტუდეს მიუსაჯა 38 წლით პატიმრობა და 148 როზგი" - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, რობერტ პალადინომ 12 მარტს და დასძინა: "ეს განაჩენი ბარბაროსობის მიღმაა".

სოტუდეს კიდევ ათი წელი დაუმატეს პატიმრობის ვადად, რადგან ის უკვე იხდის ხუთწლიანი პატიმრობის სასჯელს - ამბობს მისი ქმარი, რეზა ხანდანი. როგორც მან სააგენტო "ფრანს პრესს" უთხრა, 10-წლიანი პატიმრობა ყველაზე ხანგრძლივია იმ შვიდ განაჩენს შორის, რომლებიც 33 წელს უტოლდება და რომელთა შესახებაც სოტუდეს ციხეში შეატყობინეს. უფლებადამცველების შეფასებით ორი "ძალიან უსამართლო" სასამართლო პროცესის შედეგად, სოტუდეს საერთო ჯამში 38 წლით მიესაჯა პატიმრობა. მაგრამ ხანდანი ამბობს, რომ ის მხოლოდ ყველაზე ხანგრძლივ განაჩენს მოხდის მათ შორის, რომლებიც ბოლო პროცესებზე გამოუტანეს. რეზა ხანდანის თქმით, სოტუდეს ასევე მიესაჯა 148 როზგი, სასამართლოში თავსაბურავის გარეშე გამოცხადების და სხვა ბრალდების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG