Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კანონმდებლებმა დაამტკიცეს დოკუმენტი, რომელიც კრემლს აკრიტიკებს ნემცოვის საქმის გამო


აშშ-ის კანონმდემლებმა დაამტკიცეს დოკუმენტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიციის აქტივისტის, ბორის ნემცოვის მკვლელობაში კრემლის ჩართულობის და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიზანში ამოღების გამო.

წარმომადგენელთა პალატამ არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო ხმათა შეფარდებით 416-1. "ეს რეზოლუცია გმობს კრემლის მიერ მისი პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურად მიზანში ამოღებას და ადმინისტრაციას მოუწოდებს სანქციები დაუწესოს ნემცოვის მკვლელობაზე და ამ საქმის მიჩქმალვაზე პასუხიმგებელ პირებს" - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში დემოკრატების ლიდერმა, ელიოტ ენგელმა, კენჭისყრის გამართვამდე.

ნემცოვი პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს ვიცე-პრემიერი იყო. ის მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ცდილობდა სიცოცხლისუნარიანი ოპოზიციური მოძრაობის შექმნას. ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობისთვის დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ხუთ მამაკაცს ჩეჩნეთიდან, მაგრამ ნემცოვის ნათესავები და მხარდამჭერები თვლიან, რომ მკვლელობის შემკვეთები არ დასჯილან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG