Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეიშენალი: ევროკავშირი ჩართულია ხორვატიის პოლიციის სისასტიკეში მიგრანტთა მიმართ


უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი აცხადებს, რომ ევროკავშირი ჩართულია ხორვატიის პოლიციის მიერ გადადგმულ "სისტემატურ, უკანონო და ხშირად ძალადობრივ ნაბიჯებში" და თავშესაფრის ათასობით მაძიებელთა კოლექტიურ განდევნაში მეზობელ ბოსნია-ჰერცეგოვინაში, სადაც მათ "ბინძურ და სახიფათო" ბანაკებში აცხოვრებენ.

13 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ლონდონში განთავსებული უფლებადამცველი ორგანიზაცია ამბობს, რომ "პრიორიტეტის სასაზღვრო კონტროლისთვის, და არა საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობისთვის მინიჭების გამო, ევროპული ხელისუფლებები არა მხოლოდ თვალს ხუჭავენ ხორვატიის პოლიციის მხრიდან სასტიკ თავდასხმებზე, არამედ მათ მოქმედებებს აფინანსებენ". ორგანიზაცია გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროკავშირის კიდეში ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხე იზრდება.

მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მისი საზღვრების გასწვრივ ღობე ააშენა, ბოსნიაზე და ხორვატიაზე გამავალი გზა სულ უფრო პოპულარული ხდება მიგრანტებსა და ლტოლვილებს შორის აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის ირანიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდან. ბევრი ახერხებს გზის გაგრძელებას, თუმცა 5500-მდე ქალი, მამაკაცი და ბავშვი ამჟამად მოთავსებულია ხორვატიის საზღვართან, ბოსნიის ორ ქალაქში, სადაც მათ მიტოვებული ქარხნების შენობებში აცხოვრებენ, საბაზისო პირობების გარეშე - ამბობს ამნესტი ინტერნეიშენალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG