Accessibility links

site logo site logo

თალაკვაძე: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დადგენა ეროვნული ინტერესის თემაა


არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა გახდა ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი და ამის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.

თალაკვაძის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩართულია პირველივე წუთიდან ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცეს და ჩატარდეს სრულფასოვანი ექსპერტიზა.

„ჩვენთვის ეს არის ეროვნული ინტერესების თემა და არ ვაპირებთ ოპოზიციასთან კამათსა და პოლემიკას ამ საკითხზე. როგორც კი შედეგები ცნობილი იქნება, ხელისუფლება შემდგომ ნაბიჯებს გადადგამს. პრინციპულები ვიქნებით და ამ საკითხს ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა", - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, გალის რაიონში დაკავებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

აფხაზეთის დევნილი, ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, კვარაცხელია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს და სოფელ ნაბაკევში მდებარე რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG