ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი(EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვს, პროკურატურას დაევალოს პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
EMC საჩივრის საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ არაერთხელ მიმართა თბილისის პროკურატურას და ითხოვა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, თუმცა, კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის მიუხედავად, პროკურატურამ განცხადებები უპასუხოდ დატოვა.
EMC მიიჩნევს, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია, რის გამოც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს, დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს მალხაზ მაჩალიკაშვილის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.