Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგას ტიტულისთვის მებრძოლი რვა კლუბი შემორჩა


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გაიმართა და ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე თამაშს „ბარსელონა“ და „ლივერპული“ აგრძელებენ.

„ბარსელონამ“ საფრანგეთის „ლიონთან“ სტუმრად ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, „ნოუ კამპზე“ მეტოქეს ადვილად აჯობა - 5:1. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

„ლივერპული“ მიუნხენში დაუპირისპირდა „ბაიერნს“. საშინაო მატჩი ინგლისელებმა 0:0 დაასრულეს და საპასუხო შეხვედრას „ბაიერნი“ უკეთესი პოზიციით შეხვდა, მაგრამ... „ლივერპულმა“ სტუმრად 3:1 იმარჯვა და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგას რვა კლუბი შემორჩა. აქედან ოთხი ინგლისის კლუბებია: „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“. მათ გარდა, თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ: „ბარსელონა“, „აიაქსი“, „იუვენტუსი“ და „პორტუ“.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 15 მარტს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG