Accessibility links

ოკუპირებულ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა გაათავისუფლეს.როგორც რადიო თავისუფლებას ოტობაიაში მცხოვრებმა მისმა მეზობელმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ლევან ძაძუა დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა 14 მარტს ღამით გაათავისუფლეს და იგი უკვე საკუთარ სახლში იმყოფება. რესპონდენტის ცნობით, ლევან ძაძუას უთხრეს, რომ იგი სხვა, იმავე სახელისა და გვარის ადამიანში შეეშალათ და მისი დაკავება შეცდომით მოხდა.

ჯანმრთელად არის, მაგრამ ნაცემი იყო. სანამ წაიყვანდნენ მაშინ სცემეს და მერე იქ, განყოფილებაში არ უცემიათ“, - გვითხრა ოტობაიელმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა 13 მარტს, გვიან ღამით დააკავეს. ის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა სახლიდან წაიყვანეს. რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაკავების მიზეზი, ოჯახის წევრებისთვის არავის განუმარტავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG