Accessibility links

site logo site logo

ნატოს თავდაცვის ხარჯები  გასულ წელს თითქმის 4%-ით გაიზარდა


იენს სტოლტენბერგი

ნატოს მოკავშირეებმა თავიანთი თავდაცვის ხარჯები მკვეთრად გაზარდეს. ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთსა და ნიდერლანდებში. ამის თაობაზე აღნიშნულია ნატოს 2018 წლის ყოველწლიურ ანგარიშში.

ანგარიში წარადგინა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მან აღნიშნა, რომ ალიანსის მოკავშირეების მთლიანმა დანახარჯმა გასული ხუთ წლის პიკს მიაღწია, მხოლოდ გასულ წელს კი იგი თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა. „უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნებიდან გამომდინარე, მოკავშირეები სულ უფრო ხშირად მოქმედებენ ერთად განსხვავებულ სფეროებსა და მრავალ ადგილზე“-აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მთლიანობაში, ანგარიშის თანახმად, 2018 წელს ნატოს ქვეყნებმა თავდაცვაში თითქმის ტრილიონი დოლარი დახარჯეს. ამ ხარჯების თითქმის 70 პროცენტი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის 3.39 პროცენტს ხარჯავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG