Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ დააკავა  29 ნარკორეალიზატორი


შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავა ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი. უწყების განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი - დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG