Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა დაიდგა კიევში რუსეთის საელჩოს შენობის წინ


უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ მდებარე პარკში დაიდგა მოკლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მემორიალური დაფა. ნემცოვის სახელი მიენიჭა ასევე რუსეთის საელჩოს მიმდებარე პარკს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო და ნემცოვის ქალიშვილი, ჟანა ნემცოვა. „იგი ყოველთვის აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას ყირიმის ანექსიისათვის და მხარს უჭერდა უკრაინის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კიევის მერმა.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მდებარე ხიდზე მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. მკვლელობისთვის დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ხუთ მამაკაცს ჩეჩნეთიდან, მაგრამ ნემცოვის ნათესავები და მხარდამჭერები თვლიან, რომ მკვლელობის შემკვეთები არ დასჯილან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG