Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა შესაძლოა ევროპის ტერიტორიები დაიპყროს


მიხეილ სააკაშვილი, ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინის აგრესიული ინტერესის შემდეგი ობიექტები შესაძლოა გახდნენ ნატოს არაწევრი ისეთი ქვეყნების ტერიტორიები, როგორებიც არიან ფინეთი და შვედეთი. - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ ჟურნალ "Foreign Policy"-ში.

ვლადიმირ პუტინი, რეიტინგების მკვეთრი ვარდნის პირობებში, შესაძლოა მიუბრუნდეს იმას, რაც მას წარსულში ეხმარებოდა ანუ აგრესიულ აქციებს ქვეყნის გარეთ,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. მას ამის მაგალითებად მოჰყავს რუსეთის შეჭრა საქართველოში, ყირიმის ანექსია და სამხედრო ოპერაცია სირიაში.

მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ ევროპის ტერიტორიების დაპყრობის განზრახვის შემთხვევაში, პუტინს უფრო ძლიერი ინსტრუმენტები დასჭირდება, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე ოპერაციებისას.

მიხეილ სააკაშვილისავე აზრით, პუტინს გაუჭირდება ღიად გამოხატოს აგრესია ბალტიის ქვეყნების მიმართ, რადგან ისინი ნატოს წევრები არიან და მათ წინააღმდეგ ქმედებები ნატოსთან ომის საფრთხეს ნიშნავს.

რაც შეეხება ფინეთისა და შვედეთის შორეულ ტერიტორიებს, მიხეილ სააკაშვილის აზრით, არქტიკის ანკლავების ან პატარა კუნძულების დაპყრობა შედარებით მარტივი განსახორციელებელია და რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა ამას დიდი ენთუზიაზმით შეხვდება.

ასეთი პროგნოზი შესაძლოა შოკის მომგვრელად გამოიყურებოდეს-წერს მიხეილ სააკაშვილი "Foreign Policy"-ში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ არანაკლებ შოკისმომგვრელი იყო პროგნოზები საქართველოსთან ომისა და ყირიმის დაპყრობის შესახებ, რის რისკებზეც, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, დიდი ხნით ადრე აფრთხილებდა ყველას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG