Accessibility links

site logo site logo

კიევში ულტრა მემარჯვენე ჯგუფების ინიციატივით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა


კიევის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ინიციატორები იყვნენ ულტრა მემარჯვენე გაერთიანებები „ნაციონალური კორპუსი“ და „ნაციონალური რაზმები“. დემონსტრანტები მთავრობისგან, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსგან მოითხოვდნენ იმ პირების დასჯას, რომლებიც დაკავშირებული არიან თავდაცვის სფეროში მომხდარ სკანდალთან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ნაციონალური კორპუსი ნაციონალისტურ სიძულვილის ჯგუფია. ის ბატალიონ აზოვის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს.

დემონსტრანტები მოითხოვდნენ გარკვევას სკანდალში „უკრობორონპრომის“ გარშემო. ეს არის სახელმწიფო კონცერნი, რომელიც აერთიანებს სამხედრო მრეწველობის დარგებს. 25 თებერვალს, Bihus.info-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია გამოძიების თაობაზე,სადაც ლაპარაკია ასეულ მილიონობით ჰრივნის მიტაცების და პოროშენკოს ახლობლების ანგარიშებზე თანხების დინების შესახებ.

Bihus.Info-ს პროგრამა „ Nashi Hroshi“ აცხადებს, რომ იჰორ ჰლადკოვსკიმ, ვაჟმა ოლეჰ ჰლადკოვსკისა, რომელიც პოროშენკოს ახლობელი, ამავე დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს და სამხედრო საბჭოს მდივნის მოადგილეა, ჩამოაყალიბა ჯგუფი, რუსეთიდან სამხედრო აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილების უკანონოდ შემტანის მიზნით 2015 წელს, ერთი წლის შემდეგ მას მერე, რაც მოსკოვმა ყირიმი დაიკავა და დახმარებას უწევდა უკრაინელ სეპარატისტებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადრეც გამოხატეს პროტესტი სკანდალის გარშემო. მაშინ აქცია გადაიზარდა შეტაკებაში სამართალდამცველებთან. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაშავდა ორი პოლიციელი და ეროვნული გვარდიის სამხედრო.

ორგანიზაციის წარმომადენლებმა ადრეც გამოხატეს პროტესტი სკანდალის გარშემო. მაშინ აქცია გადაიზარდა შეტაკებაში სამართალდამცველებთან. ხელისუფლბა ამტკიხცებს, რომ დაშავდა ორი პოლიციელი და ეროვნული გვარდიის სამხელდრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG