Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ ზელანდიაში მეჩეთებში სროლაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მკვლელობაში, მოკლულია 50 ადამიანი


28 წლის ავსტრალიელი, რომელიც ეჭვმიტანილია სროლაში ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში, პირველად წარდგა სასამარლოს წინაშე.

ხელბორკილებით და საპატიმროს თეთრ სამოსში ეჭვმიტანილი ელოდა მის მიმართ წაყენებული ბრალის მოსმენას.

16 მარტს ქალაქ კრაისტჩერჩში სასამართლოს დარბაზში შესვლისას ბრენტონ ტარანტმა ხელით აჩვენა თანხმობის გადაბრუნებული ნიშანი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს თეთრი ძალაუფლების ჟესტად.

ტარანტს არ გამოუხატავს გრძნობები, როცა მას ბრალდების ტექსტი წაუკითხეს. მოსამართლემ თქვა, რომ „გონივრულია ვივარაუდოთ, რომ მას „მკვლელობაში შემდგომ ბრალდებებსაც“ წაუყენებენ. ეჭვმიტანილს არ მოუთხოვია გირაო და მას სასამართლოს შემგომ, 5 აპრილისთვის დანიშნულ სხდომამდე საპატიმროში ყოფნა განესაზღვრა.

ახალ ზელანდიაში გლოვაა გამოცხადებული 16 მარტს მას მერე, რაც 50 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო 40-მდე დაიჭრა ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად.ამ დღეს პრემიერ-მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა, თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე „ბნელი დღე“ უწოდა.

თავდამსხმელი, რომელიც მიიჩნევა თეთრი რასის უპირატესობის მომხრედ, მკვლელობის პროცესს თავზე დამაგრებული კამერით ცოცხალ ეთერში გადასცემდა. მან გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელიც ანტიმუსლიმანური შინაარსისაა.

პირი, რომელიც სულ მცირე, ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი, შეიჭრა კრაისჩერჩის მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში და შუადღეს მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. ვარაუდობენ, რომ შემდეგ ის გაიქცა და გაემართა ლაინვუდის მასჯიდის მეჩეთში, სადაც კვლავ დახოცა შეკრებილები.

„დაჭრილები არიან ბავშვებიც და უფროსებიც. დაჭრილებს და მოკლულებს შორის არიან კაცები, ქალები და ბავშვები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, არდერნმა.

პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილი დააკავეს 36 წუთის შემდეგ მანქანაში, რომლითაც გადაჰქონდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.

კიდევ ორი სხვა პირი დააკავეს სროლასთან კავშირში, მაგრამ არ არის ცნობილი, კონკრეტულად რა კავშირი ჰქონდათ მათ ხოცვა-ჟლეტასთან.

იმამმა, რომელიც უძღვებოდა ლოცვას ლაინვუდის მეჩეთში, როცა მკვლელი იქ შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, 16 მარტს განაცხადა, რომ მაჰმადიანთა თემის სიყვარული ახალი ზელანდიის მიმართ არ შერყეულა ტრაგედიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG