Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრეზიდენტი ერს მიმართავს ოპოზიციის მიერ ტელევიზიის ხანმოკლე დაკავების შემდეგ


სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა ერს მიმართა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ოპოზიციონერმა დემონსტრანტებმა შეუტიეს და ცოტა ხნით დაიკავეს სახელმწიფო ტელევიზია პროტესტის ნიშნად, როგორც ისინი ამბობენ, არაობიექტური გაშუქებისთვის.

ვუჩიჩი გამოვიდა 17 მარტს ტელევიზიით და ილაპარაკა დემონსტრაციების გარშემო მომხდარის თაობაზე. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ის დაიცავს ქვეყანაში სამართლიანობას და წესრიგს.

დემონსტრანტებს 16 მარტს ძალით დაატოვებინეს ტელევიზიის შენობა ორი საათის შემდეგ მას მერე, რაც მათ შენობა დაიკავეს. სერბიის პოლიცია სრული აღჭურვილობით შევიდა სახელმწიფო ტელეარხის, RTS-ის მთავარ შენობასთან ბელგრადის ცენტრში და გაემართა დემონსტრანტებისკენ, რომელთა შორის იყვნენ, დამოუკიდებელი 30-მდე პარტიისგან შემდგარი, „ალიანსის სერბიისთვის“ ლიდერები.

მას მერე, რაც პოლიცია თითქოს აპირებდა ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებას, მათ დაიწყეს დემონსტრანტების ძალით გაძევება, ვინც ძირს იჯდა, მათი გათრევა და ვინც იდგა - მათზე მიწოლა. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ არ წავა, სანამ არ მისცემენ ეთერში გასვლის ნებართვას.

გერმანიის „დე-პე-ას“ სააგენტოს თანახმად, ოპოზიციის ორი ლიდერი, ბელგრადის ყოფილი მერი, დრაგან ჯილასი და მემარჯვენე ფრთის კანონმდებელი, ბოსკო ობრადოვიჩი პოლიციამ აიყვანა, რადგან წინააღმდეგობა გასწიეს შენობის დატოვებისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG