Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრაისტჩერჩის მეჩეთებში მოკლულთა ასაკი 3-დან 77 წლამდეა


დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩის ორ მეჩეთში მასობრივი მკვლელობის დროს დახოცილთა სიას, აჩვენებს, რომ მსხვერპლის ასაკი 3-დან 77 წლამდეა.

ხელისუფლებამ უნდა გამოაქვეყნოს მოკლულთა სია, სადაც მეტი დეტალი იქნება 15 მარტის თავდასხმების მსხვერპლის შესახებ. დოკუმენტი, რომელიც მოკლულთა ოჯახებმა მოიპოვეს, შეიცავს 44 კაცის და ორი ქალის გვარს, ანუ 50 დადასტურებული მოკლულიდან ორის ვინაობა ნაჩვენები არ არის.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა თქვა, რომ ეს სია არ არის ოფიციალური და ჯერ უნდა მოხდეს იდენტიფიკაციის დასრულება.

სროლის დროს 40 ადამიანია დაჭრილი, ზოგი მათგანი კრიტიკულ მდგომარებაში.

28 წლის ავსტრალიელი, ბრენტონ ტარანტია ეჭვმიტანილი სროლაში ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში, სადაც 50 პირი იქნა მოკლული. ეჭვმიტანილი პირველად წარდგა სასამარლოს წინაშე 16 მარტს. პირი, რომელიც სულ მცირე, ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღით იყო აღჭურვილი, შეიჭრა კრაისჩერჩის მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში და შუადღის მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. ვარაუდობენ, რომ შემდეგ ის გაიქცა და გაემართა ლაინვუდის მასჯიდის მეჩეთში, სადაც კვლავ დახოცა შეკრებილები. მან ინტერნეტით გაავრცელა სროლის ჩანაწერი. მანვე გამოაქვეყნა მანიფეტი, რომელიც ანტიმუსლიმური შინაარსიაა.

საინტერნეტო ქსელმა, ფეისქუკმა განაცხადა, რომ მომხდარიდან პირველი 24 საათის განმავლობაში წაშალა მილიონახევარი პოსტი, რომლებიც შეიცავდა ჩანაწერს. იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის გამო, რომლებსაც შეეხო ტრაგედია და ადგილობრივი ხელისუფლების შეშფოთების გამო, ამოვიღეთ ასევე ყველა რედაქტირებული ვერსია, რომლებიც არ ასახავენ უშუალოდ ძალადობის ელემენტებს. ეს განაცხადა მია გარლიკმა, ახალი ზელანდიის ფეისბუკის წარმომადგენელმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG