Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროევროპული ლიბერალი და ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილე გადიან


სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 17 მარტს გაიმართა, ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა პროევროპულად განწყობილმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელმაც დიდი უპირატესობით მოუგო მეორე ადგილზე გასულ, მაროშ შეფროვიჩს, ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, რომელსაცმმართველი პარტია, „სმერი“ უჭერს მხარს. ჩაპუტოვამ ვავის ათ კონკურენტს დიდი უპირატესობით აჯობა და ხმის უფლების მქონეთა 40-ზე მეტი პროცენტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19 პროცენტი მოაგროვა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 46-მა პროცენტმა. 45 წლის ჩაპუტოვაიურისტია, პოლიტიკაში არ უმუშავია, ცნობილი გახდა ნაგავსაყრელი პოლიგონის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. მას მხარს უჭერენ მემარჯვენე ლიბერალები, პროევროპული პოლიტიკური ძალები. ის სხვათა შორის სექსუალური უმცირესობის და აბორტის უფლების დამცველია. მისი კონკურენტი მეორე ტურში, შეფჩოვიჩი გამოცდილი კანდიდატია, ეწინააღმდეგება მკვეთრ ცვლილებებს.მას გაუმაგრა ზურგი მმართველმა პარტიამ, რომელმაც პოპულარობა ნაწილობრივ დაკარგა შარშან,ჟურნალისტ იან კუციაკის და მისი საცოლის მკვლელობისგახმაურებული საქმის აგმო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG