Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის მსხვერპლს შორის ცხრა პაკისტანელია


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ახალ ზელანდიაში, კრაისტჩერჩის ორ მეჩეთზე 15 მარტის თავდასხმისას მოკლულთა შორის ცხრა პაკისტანის მოქალაქე იყო.

მსხვერპლს შორის არიან ავღანეთის, ბანგლადეშის, თურქეთის, საუდის არაბეთის, იორდანიის, ინდონეზიის, მალაიზიის, ეგვიპტის და აშშ-ის მოქალაქეები.

მოკლულ პაკისტანელთა შორის იყო 50 წლის მიან ნაიიმ რაშიდი, რომელიც მოკლულ იქნა, როცა თავდამსხმელის განიარაღება აპირებდა, და მისი 22 წლის ვაჟი, ტალჰა ნაიიმი.

უფროს რაშიდს პაკისტანის პრემირ-მინისტრმა, იმრან ხანმა ეროვნული გმირ უწოდა მისი მცდელობისთვის, განეიარაღებინა მკვლელი. ისლამაბადმა დაადასტურა, რომ სამი მოკლული ერთი ოჯახის წევრები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG