Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა "გუგლი" ამერიკის ინტერესების საზიანოდ ჩინეთის არმიისთვის დახმარებაში დაადანაშაულა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუგლი დაადანაშაულა ამერიკის ინტერესების საზიანოდ ჩინეთის და მისი არმიის დახმარებაში. ამის თაობაზე ტრამპმა ტვიტერში დაწერა. ამერიკის პრეზიდენტს დეტალები არ მოუყვანია, მხოლოდ აზრი გამოთქვა, რომ გუგლი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაეხმარა მის მეტოქეს, ჰილარი კლინტონს. სავარაუდოდ, ტრამპი გულისხმობდა სენატის მოსმენებზე ამასწინანდელ განცხადებას, რომელიც ეკუთვნის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯოზეფ დანფორდს. 14 მარტს დანფორდმა თქვა, რომ გუგლის საქმიანობა ჩინეთში „ირიბად ეხმარება ჩინეთის არმიას“. გუგლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უარს არ ამბობენ აშშ-ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ამასთან, არ თანამშრომლობენ ჩინეთის ხელისუფლებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG