Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარები წარუმატებლობას განიცდიან თალიბანთან ბროლებში


ავღანელი ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ ამ ქვეყნის მთავრობის შეიარაღებული ძალები წარუმატებლობას განიცდიან ქვეყნის ჩრდილო- დასავლეთსა და ჩრდილოეთში.

პროვინცია ბადღისში, ჩრდილო-დასავლეთში, როგორც პროვინციის საბჭოს წევრი, მოჰამედ ნაზერ ნასარი იტყობინება, ასამდე ავღანელმა ჯარისკაცმა დატოვა თავისი საგუშაგო და გაიქცა თალიბანის მეომრებთან ერთკვირიანი ბრძოლის შედეგად და შეეცადნენ, მეზობელ თურქმენეთში შეღწევას. ნაზარის თქმით, მთავრობის 50 ჯარისკაცი მოკლეს გასულ კვირაში ბრძოლის დროს ბალა მურღაბის რაიონში. მისი თქმით, ამ რეგიონს თითქმის სრულად აკონტროლებს თალიბანი და მთავრობის ჯარი მხოლოდ რეგიონულ შტაბებში იმყოფებიან.

ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციაში თალიბანის მეომრებმა 16 -17 მარტს სულ მცირე, 22 ავღანელი სამხედრო მოკლეს. ყანდაარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენელმა, აზიზ აჰმად აზიზმა თქვა, რომ პოლიციელმა დახოცა ოთხი პოლიციელი. ლაქარგაჰიდან, ჰელმანდიდან იტყობინებიან, რომ ავღანელი აგენტი მოკლეს და მისი სამი კოლეგა დაჭრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG