Accessibility links

site logo site logo

სააკაშვილის განცხადებამ უგულავას ციხიდან გამოგზავნილი წერილი გაახსენა


გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიესალმა ყოფილი თანაპარტიელის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა დაუთმოს პარტიის მიერ საყოველთაო კენჭისყრით არჩეულ ლიდერს.

„სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა. მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება“ - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.

„ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს“ - თქვა უგულავამ.

თბილისის ყოფილმა მერმა საპატიმროდან წერილი გაავრცელა 2016 წლის შემოდგომაზე მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში კვლავ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.

გიგი უგულავა, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, თანაპარტიელებს ამცნობდა პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას და აღნიშნავდა, რომ შექმნილ რეალობაში შეუძლებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დარჩენაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG