Accessibility links

site logo site logo

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა


ფლორანს პარლი

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორანს პარლი ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საუბრისას შეეხო რუსეთის მიერ ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამოსვლისას ფლორანს პარლიმ თქვა, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა.

„2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა, 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა,“ - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

ფლორანს პარლიმ ისაუბრა ევროპის მიერ საფრთხეთა გაანალიზების და საერთო თავდაცვის აუცილებლობაზე. ასევე, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზე.

„დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს რუსული სიტყვაა - ვინ იცის რატომ. თუმცა, ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ,“ - თქვა ფლორანს პარლიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG