Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორს ახალი უფროსი დაუნიშნეს


ახალგორი
ახალგორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ლენინგორის რაიონის“ ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა ვიტალი მამიტოვი. მანამდე მამიტოვი ამავე რაიონში ხელმძღვანელობდა სახანძრო-სამაშველო და საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, 18 მარტს დანიშნული ვიტალი მამიტოვი ადმინისტრაციის თანამშრომლებს 19 მარტს წარუდგინა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ერიკ პუხაევმა. მისი განცხადებით, „ლენინგორში“ ბევრი მოუგვარებელი საკითხია, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ეტაპობრივად გადაწყვეტს.

18 მარტს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ვიტალი მამიტოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა „ლენინგორის რაიონის მოქალაქეებმა თავი იგრძნონ სამხრეთ ოსეთის სრულფასოვან ნაწილად.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG