Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია კობახიძეზე: „ცოტა ფრთხილად იყოს“


დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ურჩევს, რომ "ბუმერანგის პრინციპი" გაიხსენოს და „ცოტა ფრთხილად იყოს“, როდესაც ფრაზებს ისვრის.

ბესელია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ კობახიძე "ქართულ ოცნებაში" გვიან არის მისული და ყველაფერს შორიდან უყურებდა.

„სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის დროს, როდესაც ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ვიდექით, კობახიძე ალბათ დამფრთხალი უყურებდა ამ ყველაფერს, სადღაც მიმალული ადგილიდან. მე ვისთან ერთად დავდგები და სად დავდგები, ამას ისევ შორიდან შეხედავს, მაგრამ ისევ შეშინებული თვალებით, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს ირონიულად ურჩია აქციების გამართვა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან.

„შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიაზე.

პარტიებმა „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ ბლოკი შექმნეს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის. 19 მაისს, თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში ამ პარტიების კანდიდატი იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG