Accessibility links

site logo site logo

ჯიმი კარტერმა სიცოცხლის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა აშშ-ის პრეზიდენტებს შორის


როზალინ და ჯიმი კარტერები.

ჯიმი კარტერმა, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა, ამერიკის ლიდერთა შორის ასაკის რეკორდი დაამყარა. 22 მარტს მას 94 წელი და 172 დღე შეუსრულდა.

უხუცესთა შორის, რომლებმაც 90 წლის ზღვარს გადააბიჯეს, არიან აშშ-ის მეორე პრეზიდენტი ჯონ ადამსი, მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი.
კარტერი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 1977-1981 წლებში. ის ასევე რეკორდსმენი რჩება ამერიკის პრეზიდენტებს შორის, რომლებიც თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ ყველაზე დიდხანს იყვნენ დაკავებული აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებით. 2012 წლამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა აშშ-ის 31-ე პრეზიდენტს, რობერტ ჰუვერს, რომელმაც 90 წლის ასაკს მიაღწია.

2015 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა ჯიმი კარტერის მძიმე ონკოლოგიური დაავადების შესახებ. ოპერაციის შემდეგ მოხერხდა მისი განკურნება რადიო- და ქიმიოთერაპიის მეშვეობით.

ჯიმი კარტერი, რომელსაც ოქტომბერში 95 წელი შეუსრულდება, და მისი 91 წლის მეუღლე როზალინი აგრძელებენ მონაწილეობას ყოველწლიურ ღონისძიებაში „ჯიმი და როზალინ კარტერების სამუშაო პროექტი“, რომელსაც ისინი ატარებენ არაკომერციულ ორგანიზაცია Habitat for Humanity-სთან ერთად. ეს ფონდი დაკავებულია ღატაკთათვის მთელ მსოფლიოში სახლების შენებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG