Accessibility links

site logo site logo

თეთრი სახლი: „ისლამურმა სახელმწიფომ“ მთლიანად დაკარგა კონტროლი სირიის ტერიტორიებზე


თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი.

თეთრმა სახლმა დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მთლიანად დაკარგა კონტროლი სირიის ტერიტორიებზე. პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელმა პატრიკ შანახინმა ამის შესახებ შეატყობინა აშშ-ის პრეზიდენტს მაშინ, როცა დონალდ ტრამპი ფლორიდაში მიფრინავდა პრეზიდენტის თვითმფრინავით. როიტერსის თანახმად, ამის შესახებ იუწყება თეთრი სახლის პრესმდივანი სარა სანდერსი.

მანამდე სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომლებსაც აშშ უწევს დახმარებას, გამოაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა შტურმი სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაგუზზე, რომელიც სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. დეკემბერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია. პრეზიდენტის განცხადება გაისმა მალე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ სირიიდან ჯარების გაყვანისთვის ემზადება.

აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე ტრამპის გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია კონგრესისა და აშშ-ის მოკავშირეთა მხრიდან. მოგვიანებით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა „ისლამური სახელმწიფოს“ სრული განადგურება დაასახელა სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის ერთ-ერთ პირობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG