Accessibility links

site logo site logo

ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს


იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ ოფიციალურ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან გამართავს. 10 საათზე დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.

ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციიდან გაემართება პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ეწვევა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ცენტრს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ერთობლივი სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი 24 ქვეყნის მონაწილეობით.

დღის მეორე ნახევარში იენს სტოლტენბერგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტში.

ნატოს გენერალური მდივანი თბილისს 24 მარტს, საღამოს ეწვია. იმავე საღამოს იენს სტოლტენბერგს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG